Wednesday, December 10, 2014

ტრენინგის მეცხრე დღე

რეფლექსია

  • მოვიყვანეთ წესრიგში პორტფოლიო
  •  შევავსეთ გეგმის ყველა პუნქტი
  • განვათავსეთ ჩვენი პორტფოლიოები გუგლი დრაივში
  •  მივაბით ჩვენს ბლოგს
  • დავეხმარეთ ერთმანეთს სამუშაოს ჩატარებაში

Tuesday, December 9, 2014

ტრენინგის მერვე დღე

რეფლექსია

  • დაწვრილებით გავიარეთ აქტივობები 
  • შევავსეთ შაბლონში შესავსები პუნქტები
  • დავწერეთ აქტივობები 
  • შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
  • კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის მოკლე შინაარსს
  • დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა

Sunday, December 7, 2014

ტრენინგის მეექვსე დღე ტრენინგის მეშვიდე დღე

რეფლექსია

  • გავეცანით შეფასების სხვადასხვა ფორმებს
  • შევარჩიეთ კონკრეტული შეფასების ფორმები
  • გავაკეთეთ ადაპტირება ჩვენი პროექტისათვის
  • განვიხილეთ აქტივობა - მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა და სასწავლო პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
  • ვნახეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები
  • გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია



რეფლექსია
  • გავუზიარეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები ტრენერს და შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პრეზენტაციები
  • მივეცით ერთმანეთს უკუკვაშირი
  • მოსწავლეთა საჭიროებების განსასაზღვრელად გავაკეთეთ ონლაინ ტესტები გუგლი დრაივის საშუალებით
  • განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები
  • გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებისთვის ჩვენი ჩეკლისტები
p.s დღევანდელი ტრენინგის საათებმა რატომღაც სწრაფად გაირბინა :)) ჩემთვის საინტერსო სიახლეს წარმოადგენდა ონლაინ ტესტების გაკეთება, რასაც ხშირად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ბუნდოვანი დარჩა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების ჩეკლისტები. ვისურვებდი, რომ შემდეგ  სატრენიგო დღეს უფრო მეტი ინფორმაცია მივიღო  ამასთან დაკავშირებით.
   

Friday, December 5, 2014

ტრენინგის მეხუთე დღე

                       რეფლექსია


  • დავწერეთ მიზნები ჩვენი პროექტისთვის
  • მიმართულების მიმცემი კითხვები ჩავწერეთ გუგლი დრაივში და დავუკომენტარეთ ერთმანეთს
  • განვიხილეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობა
  • ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია
  • შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის. შევიტანეთ პროექტის შაბლონში
p.s  შეფასება მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი პრობლემური ნაწილია. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, გაცნობილი მასალა დიდ დახმარებას გაუწევს მასწავლებელს  მოსწავლეთა შეფასებისას. დღევანდელ ტრენინგზე ჩემთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა ის, რომ ვისწავლე გუგლ დრაივში კომენტარების გაკეთება. რისი ცოდნაც ვფიქრობ, დაეხმარება მასწავლებლებს  თანამშრომლობის პროცესის უკეთ წარმართვაში. 

Wednesday, December 3, 2014

მესამე დღე მეოთხე დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავაეცნით ბუკლეტების შაბლონს. შევქმენით ჩვენ მიერ განსახორციელებლი  პროექტის  ბუკლეტები.

ტრენინგის მეოთხე დღეს გადავედით მეორე მოდულზე. გავეცანით სტანდარტებს, როგორ გამოვიყენოთ პროექტის განხორცილებისას. შერჩეული სტანდარტები გადავიტანეთ და ჩავსვით პროექტის გეგმაში. გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ზმნებს, 21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევებს, 21-ე საუკუნის ლექსიკას. რის შემდეგაც განვიხლილეთ მიმართულების შემცველი შეკითხვები.