- დავწერეთ მიზნები ჩვენი პროექტისთვის
- მიმართულების მიმცემი კითხვები ჩავწერეთ გუგლი დრაივში და დავუკომენტარეთ ერთმანეთს
- განვიხილეთ მეორე მოდულის მესამე აქტივობა
- ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე, განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია
- შევარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისთვის. შევიტანეთ პროექტის შაბლონში
p.s შეფასება მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი პრობლემური ნაწილია. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, გაცნობილი მასალა დიდ დახმარებას გაუწევს მასწავლებელს მოსწავლეთა შეფასებისას. დღევანდელ ტრენინგზე ჩემთვის ძალიან სახალისო აღმოჩნდა ის, რომ ვისწავლე გუგლ დრაივში კომენტარების გაკეთება. რისი ცოდნაც ვფიქრობ, დაეხმარება მასწავლებლებს თანამშრომლობის პროცესის უკეთ წარმართვაში.
No comments:
Post a Comment